ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენის, ტომ იორკის შვილმა, ნოა იორკმა თავისი სადებიუტო სინგლი Trying Too Hard (Lullaby) გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ნოას რამდენიმე ნამუშევარი უკვე აქვს გამოცემული, ის Alec Owen-ის ფსევდონიმითაა ცნობილი.
ცნობისთვის, სიახლეებია ტომ იორკის მუსიკალურ კარიერაშიც, მან ახალი ჯგუფი, The Smile ჩამოაყალიბა. ტომ იორკთან და ჯონი გრინვუდთან, ბრიტანული ჯაზ-ბენდის, Sons of Kemet წევრიც, ტომ სკინერი გაერთიანდა.
Radiohead-ის სოლისტმა, ტომ იორკიმა ახალი ჯგუფი, The Smile ჩამოაყალიბა