ჰიპ-ჰოპ არტისტი Tyga, რეპერი YG და კარლოს სანტანა გაერთიანდნენ, მათ ერთობლივი ნამუშევარი, Mamacita და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვეს. ჩანაწერში დიდი წვლილი 20 გრემის მფლობელმა კარლოს სანტანამ შეიტანა.
შეგახსენებთ, Tyga-მ 2019 წელს სტუდიური ჩანაწერი Legendary გამოუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.