პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, არანაირი სახით, ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაში ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმა უპასუხა, რომ პასუხი მარტივია.
„ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება“ - მდინარაძის თქმით, მათ მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება
„ბიძინა ივანიშვილმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ისეთი მყარი საფუძველი შექმნა, რომ რაც არ უნდა დამიტრიალოთ კითხვა, იგივე პასუხს გაგცემთ, რადგან ეს არის სიმართლე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„მოგეხსენებათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არანაირი ფორმით, ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.