LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ბიზნესს აფრთხილებს – თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ამისთვის პასუხს აგებენ

206
1

პრემიერ მინისტრი ბიზნესს აფრთხილებს – გიორგი გახარიამ ავიაკომპაია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ გაუქმებულ რეისებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კერძო კომპანიებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თუ ისინი საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მათ მიმართ შესაბამის ზომებს გაატარებს. ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„მე ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად, ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები“, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g