LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი და მინისტრები მარგველაშვილის მოხსენებით კმაყოფილები არიან

87

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის კონსტიტუციურ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოველწლიური ანგარიში მოისმინა.

“საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა ოთხ პუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია. ზოგადად, ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საჭიროა საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა.შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგია საქართველოს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის,” – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის მინისტრმა კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა.

“საკმაოდ დიდხნას გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იუსტიციის მინისტრი კი მოხარულია, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

,,მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქრთველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g