LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ – პრეზიდენტი

84

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ და მათთვის სირთულეების შექმნა ხდება.

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედია გარემო იყო. 2012 წლის მერე მედია გარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაც ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს, ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები