LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც დარბაზში ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიომ ვერაფერი გაიგო – ნათელაშვილი პრეზიდენტზე

214
7bb2d51b067b95bfdc487aae51c62b0f

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაეროში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

პრეზიდენტი გაერო-ს ასამბლეაზე: მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ აფხაზური ენა და იდენტობა განადგურების ზღვარზეა

“ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას. დამერწმუნეთ როგორც დარბაზში ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ–ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. ვფიქრობ პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაეროს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში, თანაც იმ დროს როცა ქართველთა, ქართული ენის, კულტურის გენოციდი ამ წუთებშიც დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. ნაცვლად იმისა, რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურის რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე- პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას. მეტი არაა ჩემი მტერი ასე რაიმე დავიბრუნოთ”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

“ღმერთი გფარავდეთ!”- სალომე ზურაბიშვილმა გაერთოს ასამბლეაზე ინგლისურად დაწყებული სიტყვა ქართულად დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები გააცნო, ისაუბრა ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. ასევე შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა ჯანდაცვა და  კლიმატის ცვლილებები. მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვერაფერი ათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე, საუბარია ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. პრეზიდენტის თქმით, არჩეული კურსი და დასახულ გზაზე […]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები