LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“

148
ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ.

მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა – საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს. ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს დიალოგს ევროპელ პარტნიორებთან.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ქვეყანამ გაიმარჯვა, ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა სიმართლემ.

გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მჯერა, დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება გადაწყვეტილება, მივიღებთ სტატუსს. ესაა ძლიერი ნაბიჯი გადადგმული ევროინტეგრაციის გზაზე.

დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ვუწოდოთ ევროპეიზაციის 10 წელი, შეიძლება, ასე ვუწოდოთ ამ მშიდობიან 10-წლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმე ხელისუფალმა ან მმართველმა რამე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპერქტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მჯერა, გაფორმდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

„ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი“ – ბადრი ჯაფარიძე

magti 5g