LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია

35

ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე ადრეული ბავშვობიდან არ არის უცხო, რადგან დედაც და ბებიაც პედაგოგები ჰყავდა:

ძალიან კარგად ვიცი რამხელა შრომა და თავდადებაა. მინდა დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე. ჩვენთვის განათლება სიტყვით და საქმით იქცა პირველ პრიორტეტად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ განათლება წამოწეულიყო თავისი მნიშვნელობით და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალი წლების განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g