LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ევროპარლამენტარებზე: მოგვიწოდეს გვარამიას გათავისუფლება.. არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი

142
ფორტუნა - 2023-03-24T131404.837

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის „ზოგიერთი წევრის განზრახვა“ თანხვედრაში მოდის  „დესტრუქციული ძალის მიზნებსა და ამოცანებთან“.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას „სამარცხვინო“ უწოდა.

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა

„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის ერთობლივად გამკლავება“. - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომლებიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებს. ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია. მათ თქვეს პირდაპირ, თითქმის ტოლობის ნიშანი დასვეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას შორის. მათ პირდაპირ თქვეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, ჩაგრავდა, რომ ის არის დეკლარირებული დადასტურებული კრიმინალი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს, ვიცით, რომ არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია…

…დავით კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ იყო ბიზნეს-რეკეტიორი, მძარცველი, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ ამბობენ, რომ არის მათი კრიმინალი.

ასევე, ისაუბრეს და მოგვიწოდეს მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე… ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა ხუთ მილიონზე მეტი, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი.

ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის. ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ეს ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ევროპარლამენტის გარკვეული, ზოგიერთი წევრი თანხვედრაში მოდის ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებსა და ამოცანებთან”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო

magti 5g