LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დაწყებულია გამოძიება, დაამუშავებენ ყველა ვერსიას, მათ შორის, ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი

90
ირაკლი-ღარიბაშვილი-1-1-768x432

„გავრცელებულ ფარულ ჩანაწერები არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ სააკაშვილის, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალი იკვეთება,“ – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერებზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ყოველივეს სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ტელევიზიები ამ ყველაფერს, ამ ტყუილ-მართალს ტირაჟირებას უკეთებენ, ახდენთ ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას. ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილისა და ოპოზიციის, რადგან იციან რა, რომ მარცხდებიან და თანაც სასტიკად მარცხდებიან, სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში.

უყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება არ აქვთ, რადგან იციან, რომ აზრი არ აქვს მათ ჩართულობას არჩევნების კამპანიაში, რადგან 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს.

სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციებს. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, ძალიან მკაცრ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასმულ კითხვაზე – თუ დღეს ყველაფერს ოპოზიცია წერს და მიზანი დესტრუქციაა, ვინ არის ხელისუფლებაში და თუ ასეთი ძლიერი ოპოზიციაა, რატომ ხართ დარწმუნებული არჩევნებში გამარჯვებაში,ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის და სამწუხაროდ სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილს დიდი გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას: ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, ჩართული იყვნენ გახარია, ხოჯევანიშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა  და წვდომა ჰქონდათ დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის მოსმენების სამსახურზე.

„ამაზე სპეკულირება მე არ მსურს, არ მსურს წინასწარი დასკვნები გავაკეთო. ჩვენ, ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

იხილეთ ამავე თემაზე:

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

magti 5g