LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

64
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის განცხადებით, როგორც მის აპარატს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში „მოსმენების კანონი“ არაერთხელ აქვთ გასაჩივრებული, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ნინო ლომჯარიას თქმით, ინტერნეტში გავრცელებული სუს-ის საიდუმლო ფაილების საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, აქამდე მსგავსი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება არ მომხდარა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს გასაჩივრებული აქვთ მოსმენების კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სუს-მა ჩვენ მოქალაქეებს უკონტროლო რეჟიმში უსმინოს, თუმცა 2018 წლის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში და დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება.

სამართლებრივად, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული, თუმცა, რაც აქამდე ყოფილა, ჩვენ ეფექტური, დროული გამოძიება არ გვინახავს  და არ გვინახავს ამ სისტემური დანაშაულისთვის დასჯილი პირები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

 

 

mazda magti 5g