საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს.
82 წლის ასაკში გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა
„მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა.
ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს დილით, 82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.