გიორგი კვირიკაშვილი გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახს პირადად მიუსამძიმრებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს შეიარაღებული პირების მხრიდან უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა იყო.
”ჩვენ ველოდებით, ჯერჯერობით, თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგრობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზირია ე.წ. მესაზღვრემ 20 მაისს, დაახლოებით 15 საათზე ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.