“გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა.
“მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკედეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი – ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა – გამოცდებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.