LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აცრან არავაქცინირებული თანამშრომლები: გამყრელიძე

68
ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭომ კოვიდშეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 

საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განახლდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრან ის მასწავლებლები და პერსონალი, ვინც ჯერ აცრილი არ არის:

“რეკომენდაციაა, რომ ყველამ იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას დანარჩენი, ვინც აცრილი არ არის.

ამავე დროს, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, როგორ არიან აცრილი და მოუწოდონ მათ აცრისკენ.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მასწავლებლების 43%, ერთჯერადად აცრილია პედაგოგების 63%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები