LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მომდევნო 10 წელში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ დაიხარჯება

62
publika.ge-1-29

“მომდევნო 10 წელიწადში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული თანხა გზების, ხიდების მშენებლობას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პრემიერმა დონორებს პროექტების განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 32 მლრდ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში. დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ესენია – გზების და ხიდების მშენებლობა; ზოგადად, დავიწყეთ ასევე რეგიონებში ურბანული განვითარების პროექტები, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში.

ქვეყანაში გამოწვევები კვლავ რჩება, თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი; გამოწვევად რჩება გზების შენახვა-რეაბილიტაცია და აღდგენა, ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება. მომდევნო წლებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება. ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g