„მწვანე ეკონომიკა“ ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, ეს არის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყანა გახდეს. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ გზას დაადგა – მწვანე ეკონომიკის გზას. ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში მოწინავე ქვეყანა”,- განაცხადა ბახტაძემ.