LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მზად არის პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა

114
69781037-3241562762550386-3770871145746661376-o

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე პრემიერ მინისტრმა საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია მიმოიხილა და განმარტა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, უნდა შენარჩუნდეს გარკვეული სახის შეზღუდვები. გიორგი გახარიას თქმით, ვირუსის პროგრესირება და მისი ხასიათი ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება მისი მეორე ეტაპზე შემობრუნების და შემდგომ გამოწვეული შედეგების შესახებ, ამ ეტაპზე რთულია. პრემიერი განმარტავს საჭიროა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სწორად მართვა და გლობალური გამოწვევის გამოყენაბა როგორც შესაძლებლობა, ამისათვის კი აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოში მისი მოქცევა. გახარიას განმარტებით, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტით, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დღეს განიხილავს.

გიორგი გახარიამ მთავრობის უახლოეს გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ორგანოს მიზანი ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარებაა, რაც მოითხოვს ცვლილებებს საკონონმდებლო დონეზე. მისივე თქმით,  მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული, ღია და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„ყველაფერთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი ყველას მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგელბობა, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობაზე და განმარტა, რომ ის მზად არის წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რაც საჭიროებს განმარტებებს, ამიტომ გახარია მზად არის პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს კითხვებს ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვენის მართვასთან დაკავშირებით.

„31 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყანა ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ვალდებულებებს, ანგარიშვალდებულებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება კითხვებს, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. ყველანი, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართული, მივალთ პარლამენტში და ყველა შეკითხვებს, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g