LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი პრეზიდენტს პასუხობს: „თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა თავისუფალია, ჩვენ არავის ვზღუდავთ.. თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“

157
Untitled design

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, დღეს, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხდებებს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მისივე თქმით, „თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა თავისუფალია და ხელისუფლება არავის ზღუდავს“.

„პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად არ მომისმენია, თუმცა, შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით. ახლა, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო და ქვეყნის სახელით ჩვენი პოზიცია წარადგინა. მან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, მათ შორის, კიევში მოგზაურობის, ყველა ადამიანი თავისუფალია და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, დაცულად ცხოვრობს:

„ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, უკრაინულ ენაზე სკოლები გავუხსენით. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ.

საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან აიცილა. ხელისუფლებაში ეს დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, პოლიგონად გადაიქცეოდა. ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის ვიდეომიმართვა: „დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები