LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება… როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, ამას დახმარებას ნამდვილად ვერ დავარქმევდი, გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე სესხები, მაგრამ ამერიკული ნაკლებად“

147
ირაკლი კობახიძე

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება:

„ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია“ – მათიკაშვილი მილერის განცხადებაზე

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.

„ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს… აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი სანქციებზე

მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივად და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი დატვირთვა, იმიტომ, რომ ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა ენჯეოების მეშვეობით. აქედანაც შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნები. როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას. გზებს რაც შეეხება, გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთა მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები“ – განაცხადა პრემიერმა.

თინა ბოკუჩავა: „აშშ-ს კონგრესმენს მივმართეთ თხოვნით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ… მოხდეს საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g