LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „აშშ-ს კონგრესმენს მივმართეთ თხოვნით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ… მოხდეს საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია“ 

130
თინა ბოკუჩავა

„აშშ-ს კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს“ – აღნიშნული განცხადება „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტი კონგრესიდან:

„მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო დამკვირვებლების, რადგან ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელია, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება აისახოს, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებიც და მაღალი დონის დელეგაციებიც კონგრესიდან“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილი MEGOBARI ACT-ის ინიციატორის, კონგრესმენ ჯო უილსონს, ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ „ჩვენი მოქალაქეები უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას განიცდიან“.

წერილის ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ს კონგრესს სთხოვენ, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას.

„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ – ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება“ – კახა კალაძე ოპონენტებზე

ცნობისთვის, წერილს ხელს აწერენ: „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „ევროოპტიმისტები“ – რომან გოცირიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ – ნიკა მაჭუტაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „საქართველოსთვის“ – ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „თავისუფლება“ – ნატო ჩხეიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „გირჩი“ – იაგო ხვიჩია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „რეფორმების ჯგუფი“ – თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თინა ბოკუჩავა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე; დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე; პარტია „ახალი“ – ნიკა გვარამია, ნიკა მელია, თანათავმჯდომარეები; პარტია „დროა“ – ელენე ხოშტარია, თავმჯდომარე; პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ –ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თავმჯდომარე; „რესპუბლიკური პარტია“ – ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარე; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები