LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირი, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით

57
ირაკლი ღარიბაშვილი

„დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირწმინდად, პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არა მთავრობა, რა თქმა უნდა, არათუ ევროკავშირი, არამედ დღეს, ქვეყანა ძალიან რთულ პირობებში იქნებოდა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g