LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი სააკაშვილზე: გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი

98
ღარიბაშვილი და მიშა

„გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის (უცხოეთში) გადაყვანის შესახებ საუბარი არის სპეკულაცია და არაადეკვატურია.

„ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა, გადმოყვანა – არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე, არის სრული სპეკულაცია. რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ პრემიერის განცხადებები:

პრემიერი მედიას: შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ამიტომ მანამდე გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს

ღარიბაშვილი: ჩვენმა ხალხმა რუსეთთან უკვე 3-ჯერ იომა – თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე 

191 ქვეყანას შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინისთვის – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g