LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც საქართველოს მიმართაც დამოკიდებულებას შეცვლის“

137
დონალდ ტრამპი & ირაკლი კობახიძე

„ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონრკეტულად საქართველოს მიმართაც“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი:

„ხალხის ძალა“ – „ტრამპზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დასავლური სამყარო კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა“

„ჩვენ რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე.

გურამ მაჭარაშვილი: „ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ემხრობა მშვიდობას“

„პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა – ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას“,

ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც.

თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულება შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g