„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა – ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპზე სროლის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, დონალდ ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ასევე ემხრობა მშვიდობას და ახლა რეალურად, მშვიდობას და ოჯახურ ტრადიციებს ესროლეს.
„სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ უარი უთხრა თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას და თან ძალიან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ.
სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა – ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა.
კარგად ვიცით ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის გლობალური ომის პარტიები გააკეთებენ, რომელთაც სურთ, რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ა.შ”. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.