LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ვაშაძეს: კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს

54
ღარიბაშვილი, ვაშაძე და კეზერა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელს გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟსა და შეთქმულებაში დაადანაშაულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ჩვეულებრივი საბოტაჟი და შეთქმულება“ უწოდა.

„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი“ – პრემიერი პარლამენტში

„როგორ ბედავთ თქვენ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე. ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ დიქტატორული რეჟიმის რომელიც ადამიანებს კლავდა აუპატიურებდა აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება არ არსებობდა ქვეყანაში.

ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.

როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის გამო აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ეს იყო შეთქმულება, ეს არის შეთქმულება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g