LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, შესაძლო ეფექტებს, როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს

72
252558958-0-0-1500-844-1920x0-80-0-0-fc1d6fb7e80b21349ca032bdd26af462

ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას

„დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ და შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან. დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

ის, რაც მოვახერხეთ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ამ რთულ რეგიონში, მით უმეტეს, ოკუპაციის პირობებში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სერიოზული მიღწევა. რას ვგულისხმობ – ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებზეა გათვლილი და სხვაზე არაფერზე, მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ვაჭრობის გახსნა, ბაზრების გახსნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა. ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანას გაცილებით ძლიერ პოზიციაში ამყოფებს, ვიდრე იყო 2012 წელს. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს მოხდა ყირიმის ანექსია და ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ რა რეაქცია ექნებოდა დასავლეთს და მსოფლიოს. რამდენიმე თვის შემდეგ მე მქონდა ვიზიტი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და პრაქტიკულად, აღარავინ საუბრობდა ყირიმზე, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. დღეს კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დააყენა რუსეთმა მთელი საერთაშორისო წესრიგი. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g