LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

143
სფ

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრემიერ-მინისტრმა 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ამ დრომდე გრძელდება დაკარგული ადამიანების ძებნა. პრემიერის გადაწყვეტილებითვე სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად, პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g