LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

1370
პატრიარქი-და-გახარია

,,ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით,“ – ასე ეხმაურება თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.

“საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რომ ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.

მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო. სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

რა ხდებოდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში (ვიდეო)

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

"დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი... მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის" - მეუფე პეტრე

,,ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელს ჰქვია პიდარასტი" - მეუფე პეტრეს განმარტება დღევანდელ განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g