LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 46%, პრეზიდენტის საქმიანობას კი 14% დადებითად აფასებს – NDI-ის კვლევა

82
გახარია სალომე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება, ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე.

პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად (ცუდად და ძალიან ცუდად) აფასებს 17 პროცენტი.

ინსტიტუტებს შორის მეორე ადგილზეა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის საქმიანობას ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს 24 პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 31 პროცენტი.

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა – 15 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ხოლო უარყოფითად – 35 პროცენტი.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს – 14 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 35 პროცენტი.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g