გამოცემა Variety-მ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და წლის ბოლოს ძალიან საინტერესო რუბრიკა Actors on Actors შემოგვთავაზა. ამჯერად ტაბლოიდმა ერთმანეთის პირისპირ ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურნესი დასვა.
ინტერვიუში მათ გადასაღებ მოედანზე ჰალუცინაციებზე, შიშველ სცენებზე და მარტინ სკორსეზესთან მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ინტერვიუს სახალისო ფაქტების გაჟღერების გარეშე არ ჩაუვლია, დიკაპრიომ ლოურენსს გაუმხილა, რომ მას პრემიერის შემდეგ არასდროს უნახავს ფილმი, „ტიტანიკი“, ხოლო ლოურენსმა აღნიშნა, რომ ბოლოს საკუთარი ფილმი მაშინ ნახა, როცა ძალიან მთვრალი იყო.
ცნობისთვის, ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ითამაშებენ, რომელსაც ცნობილი რომანის, „რა ხდება ღამით“ სცენარის მიხედვით გადაიღებენ.
სიუჟეტის მიხედვით, წყვილი პატარა, თოვლიან ქალაქში მიემგზავრება ბავშვის აყვანისა და ახალი ცხოვრების დასაწყებად. თუმცა, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი, მით უფრო მეტ უცნაურ რამეს ამჩნევენ გარშემო. ატმოსფერო სულ უფრო დაძაბული ხდება და ადგილობრივებთან ურთიერთობა უფრო და უფრო რთულდება. გადაღებები 2026 წელს დაიწყება.
