რამდენიმე დღის წინ ლონდონში ლუკ ბესონის ახალი ფილმის „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ პრემეირა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საპრემიერო უქმეებზე ფილმის მოლოდინმა ვერ გაამართლა, მისდამი მიძღვნილი ყველა ღონისძიება გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო, რადგან პროექტი ვარსკვლავური ჯგუფით იყო დაკომლექტებული.
წითელ ხალიჩაზე ყურადღება მიიქცია რიანამ, რომელსაც Giambattista Valli-ს წითელი კაბა, Jimmy Choo-ს ხელჩანთა და Chopard-ის სამკაული ამშვენებდა. პრემიერის შემდეგ წვეუულებაზე კი ბარბადოსელი ვარსკვლავი კვლავ შთამბეჭდავი ჩაცმულობით გამოჩნდა.
წითელის შემდეგ ამჯერად აქცენტი მან ვერცხლისფერზე გააკეთა და სწორედ ამ ტონში გადაწყვეტილი კაბა, ფეხსაცმელი და მოსასხამი შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ ფილმში „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ რიანასთან ერთად კარა დელევინი, კლაივ ოუენი, ითან ჰოუკი, ჰერბი ენკოკი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.