LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

91

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდა. გიორგი მარგველაშვილი ფრაქციებთან შეხვედრას მართავს. კონსულტაციებზე მხარეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს და რეგიონის გამოწვეებს ვერ უპასუხებს.

ჯერჯერობით უნობია, დაუჭერს თუ არა მხარს გიორგი მარგველაშვილი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას.

კონსულტაციები მედიისთვის დახურულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g