LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

89
სალომე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g