LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი დაშორდა ხალხს, გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – რიმა ბერაძე

215
ფორტუნა - 2023-03-31T211540.938

„სალომე ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენდა არა ჩვენი გუნდის მხარდამჭერ პრეზიდენტს, არა საქართველოს მხარდამჭერ პრეზიდენტს,  არამედ მოგვევლინა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლად.

მე ვიყავი სალომე ზურაბიშვილის შტაბის თავმჯდომარე ჩუღურეთის რაიონში. ეზო-ეზო დავდიოდი და ხალხს ვარწმუნებდი, რომ ის იქნებოდა საუკეთესო პრეზიდენტი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ პერიოდში ცუდსა და უარესს შორის გვქონდა არჩევანი გასაკეთებელი“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

მმართველი გუნდის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოვიდა, როგორც ეროვნული უთანხმოების ხელშემწყობი.

„ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ.  დღეს პრეზიდენტი გამოვიდა ეროვნული უთანხმოების ხელშემწყობი. გულდასაწყვეტი იყო, რომ ქალბატონი სალომე დაშორდა არა მარტო ხელისუფლებას,  არამედ საქართველოს უდიდეს ნაწილს, ხალხს.  მან დღეს უგულებელყო ის მილიონამდე ამომრჩეველი რომელმაც ხმა მისცა“ – განაცხადა რიმა ბერაძემ გადაცემაში „დღის თემა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

„არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.  პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს.. მაინც ვერ შემცვლით – ზურაბიშვილი ხელისუფლებას

„რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. პრეზიდენტმა გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ „ქართული ოცნების“ კრიტიკას დაუთმო და თქვა რომ მმართველი გუნდიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა.

პრეზიდენტი: „თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.. შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!“

პრეზიდენტი: ბელარუსს გავუფრთხილდით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია – ახია ჩვენზე! შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი

„თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კობახიძე: ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა ფერი პრეზიდენტმა

გახარია: „მადლობა საქართველოს პრეზიდენტს“

„ბოდიშს გიხდით, უკან მიმაქვს ეს სიტყვები.. თუ ვინმე დღეს ნამუსს წმენდს ქვეყანას, თქვენ ხართ“ – ელისაშვილი პრეზიდენტს 

უსუფაშვილი პრეზიდენტს: ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით 

magti 5g