LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მომეცით უფლება, დავფიქრდე

150
4C254A29-8CB6-4B09-B12C-C47F67808467-w1200-r1-s

,,სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება,” – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული,დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის “ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

magti 5g