LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: დროა, ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს – არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ადვილი სამიზნე გახდეს

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან.

როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „დროა, რომ ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს“.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, „არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახალი და ადვილი სამიზნე გახდეს“.

„ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა“ – რაზე ესაუბრა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს. თუმცა მისი თქმით, ამისთვის ქვეყანამ საჭირო რეფორმები უნდა გაატაროს.

„თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას.

ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს.

ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

magti 5g