LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა გადმომეცა ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო“

202
ირაკლი კობახიძე, ეროვნული ნაკრები (2)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა გადმომეცა ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება, მიაღწიო. ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მნიშვნელობა არ აქვს. სპორტი არის საერთაშორისო დარგი, საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია, ახვიდე ყველაზე მაღალ ადგილზე…

არანაკლებ მნიშვნელივანი ასპექტია, რომ თქვენ მოისურვეთ, დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი მათთის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, მოღვაწეობს. ეს სურვილი ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყოთ, მაინც გინდათ ატარო საქართველოს დროშა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები