LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს

127
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს ეფუძნება და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად.

ამავე თემაზე: 

კობახიძე: დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც ივნისიდან ვამტკიცებდით – საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

პრემიერი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა.. მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g