საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება. პრეზიდენტის განცხდებით, ის ყურადღებით ადევნებს თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით, ერთადერთი გზა შეთანხმებაა.
“ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იყოს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.