LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენის აქტს დღეს გამოსცემს

57

პრეზიდენტი პარლამენტისთვის პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენის აქტს დღეს გამოსცემს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, პრეზიდენტი კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს.

„ კონსტიტუციის 80-ე პრიმა მუხლი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც ამას განსაზღვრას კონსტიტუცია,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ნათლად დააფიქსირა და საჯაროდ თქვა, თავისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად – ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა თავისი არჩევანი გააკეთა,” – განმარტავს ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტს კონსტიტუციით  წარდგენისთვის შვიდდღიანი ვადა აქვს, თუმცა შესაბამისი აქტი დღეს გამოიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g