LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციაზე კონსულტაციებს სთავაზობს

139
პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხვალ, 16 საათზე, კონსულტაციებს სთავაზობს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
“მოგეხსენებათ, საქართვლოს პარლამენტის უმრვალესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსიტიუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამოდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსუტლაციებს პრეზიდენტის სასახლეში,” – განაცხადა მიშველაძემ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g