LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ შესახვედრად მზადაა

88

საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრის მზადოფნას ადასტურებს. „ის, რაც გაცხადებული იყო წინა დღეს, მზადყოფნა დაფიქსირებულია“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, სხდომაზე კონსტიტუციური საკითხები განხილული არ ყოფილა. მთავარი თემები იყო: ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის წვრთნები, რომელიც ტარდება და ის სირთულეები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ოკუპირებულ რეგიონებში.

„განვიხილეთ ასევე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა. ეს დოკუმენტი შეიქმნა და გადაეგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებსა და იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით“-განაცხადა მარგველაშვილმა.

პოპულალურები