LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია

225
Untitled

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები: შოთა როსტიაშვილი, შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება, ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობა და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისათვის ახალციხეში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და ადგილობრივი პრობლემებით დაინტერესება უდიდესი მოტივაციაა.

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახალი გზების მშენებლობას, არსებული გზების რეაბილიტაციას, სასმელი და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

მხარის რწმუნებულმა საქართველოს პრეზიდენტს ნინოწმინდის მერი მისოიანი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი ქალი მერია და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ნინოწმინდაში.

შეხვედრაზე განიხილეს აბასთუმანში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აბასთუმნის შემოვლითი გზისა და აბასთუმან-საირმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g