საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის და დუშელები ტელევიზიებზე განაწყენებულები არიან.
მარგველაშვილის თქმით, დუშეთიც ქალაქია, მაგრამ რატომღაც ამ ქალაქის ამინდის პროგნოზს არც ერთი ტელევიზია არ აცხადებს.
პრეზიდენტმა “ტელეკომპანია პირველში” სტუმრობისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძირითად დროს სწორედ დუშეთში, მიწაზე მუშაობაში ატარებს.
“ძირითადად, სულ დუშეთში ვარ, თუ თბილისში ვარ, ჩემებთან, მთაწმინდაზე ვრჩები… სხვათაშორის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, დუშელებს, ძალიან არ მოგვწონს, რომ ჩვენს ამინდის პროგნოზს, არც ერთი ტელევიზია არ აცხადებს. ჩვენც ქალაქი ვართ და ვიმსახურებთ, ამინდის პროგნოზში ვიყოთ სადმე წარმოდგენილები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.