LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დუშეთში დამსვენებლებს სიყვარულით სავსე, მზიანი ქოხი უმასპინძლებს

1046
140454687-3397632330360209-4957478552810028060-o

მართალია, დღეიდან საქართველოს ცა გაიხსნა და რეგულარული ავიამიმოსვლაც აღდგა, მაგრამ ჯერ კიდევ აქტუალურია შიდა ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია.

ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, უამრავი, ძალიან საინტერესო განთავსების ობიექტი გამოჩნდა, რომელიც მზად არის უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებს.

ერთერთი მათგანია დუშეთში მდებარე ქოხი, სახელწოდებით „მზიანი“. ქოხი იდეალურია ორი ადამიანისთვის, თუმცა ოთხი ადამიანიც საკმაოდ კომფორტულად მოთავსდება. კოტეჯში არის ყველაფერი კომფორტისთვის: ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი, 4 ადამიანისთვის განკუთვნილი თეთრეული და პირსახოცები.

საერთო ფართი შეადგენს 40 კვ.მ. გამოყოფილია სამზარეულოს კუთხე, სველი წერტილი, მისაღები სივრცე, საძინებელი.

„ეს არის მზით და სიყვარულით სავსე ქოხი, ადგილი სადაც შეძლებთ დროის მშვიდად გატარებას და დასვენებას“, – აცხადებენ „მზიანის“ შემქმნელები.

ქოხის გაქირავების დღიური ღირებულება: 1-2 ადამიანის შემთხვევაში -130 ლარი; 3-4 ადამიანის შემთხვევაში -150 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები