LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს არ ვაპირებთ დიდხანს დასასრულზე საუბარს” – შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯი Shaori Chalet დაიხურა

258
123928200-229952118547312-8581611990896897905-o-2020-11-09-09-06-41-968279

რაჭაში, შაორის ტბაზე მოცურავე დასასვენებელი კოტეჯი Shaori Chalet დროებით დაიხურა. შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ დამსვენებლებს Shaori Chalet-ს მენეჯმენტმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწოდა.

„We are closed. დამშვიდობება არ ნიშნავს ნახვამდის… დღეს არ ვაპირებთ დიდხანს დასასრულზე საუბარს, რადგან ხშირად დასასრულზე დიდხანს საუბარი გვაკარგინებს დროს, რომელიც დასაწყისს სჭირდება. დასაწყისი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დასასრული, ამიტომ მთელი გუნდის სახელით ჩვენ მხოლოდ მადლობის გადახდა გვინდა თქვენთვის.

მადლობა, რომ გვესტუმრეთ, მადლობა, რომ ჩვენი სურვილები რეალობად აქციეთ, გვენდეთ, შეგვაფასეთ, გაგვაკრიტიკეთ, ახალი მიზნები დაგვისახეთ. იმედი გვაქვს, ჩვენი განშორება უფრო ხანმოკლე იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია, შეხვედრა კი ისეთი ემოციური, როგორც არასდროს.

სანამ შევხვდებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ წინ ახალი წელია, ახალი გამოწვევები, ახალი დასაწყისი. ყველაფერი შენს ხელშია, შენი არჩევანია შეცვლი უკეთესობისკენ ცხოვრებას თუ დარჩები იქ, სადაც ხარ. მიეცი საკუთარ თავს ყველა წამის და წუთის განცდის უფლება. ვიმედოვნებთ ბევრი ახალი რამ გვექნება ერთმანეთისთვის სათქმელი, ბევრი უთქმელი ემოცია კი გასაცხადებელი“, – ნათქვამია Shaori Chalet-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, „ადგილი, სადაც გრძნობ, რომ მთელი სამყარო შენია“ – ასე ახასიათებენ სოციალურ ქსელში მოცურავე, დასასვენებელ კოტეჯს Shaori Chalet-ს, რომელიც რაჭაში, შაორის ტბაზე 2020 წელს გაიხსნა. როგორც კოტეჯის დამფუძნებლები ამბობენ, ეს არის ადგილი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ და თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ.

9 ჯადოსნური კოტეჯი საქართველოში, სადაც ახალ წელს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად შეხვდებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები