საქართველოს პრეზიდენტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) კავკასიაში დესპანს დანიელ მაკ სუინის შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხს, მათი მოძიების პროცესის გაგრძელებისა და უწყვეტობის აუცილებლობას და ამ პროცესში ჩართული მხარეების მაქსიმალურად ეფექტური კოორდინაციის საჭიროებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების უფრო გრძელვადიანი, მდგრადი და ეფექტური სამოქმედო სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი.