ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტი წლიური მოხსენების პარლამენტის წინაშე 14 მარტს წარდგება.
სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს რიგით მეოთხე წლიურ ანგარიშს გააცნობს.
მოსმენის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა და პარლამენტის ბიურომ 14 მარტს, რიგგარეშე სხდომა მოიწვია.